Saturday, November 10, 2012

სასწავლო პროექტი


1.პროექტის  სახელწოდება: ზმნისწინთან დაკავშირებული  მართლწერა.

2. პროექტის  მთავარი იდეა: ზმნებში ზმნისწინთახმარებასთან  დაკავშირებით  ხდება შეცდომები.  კერძოდ, ზმნისწინებში  ხმოვნის  შეცვლა, ძველი  ზმისწინების  დღევანდელ ქართულში  ხმარება.

3.  პროექტის აქტუალობა: ზმნებში  ზმნისწინების  ხმარებასთან  დაკავშირებული  პრობლემების  გადაჭრის  გზები.

4.  პროექტის  მიზნები:  მოსწავლემ  გამოკვეთოს  ზმნისწინებისხმარებასთან  დაკავშირებული   საკითხები, კერძოდ,  თუ  როგორ  იხმარება  ისინი.
5. მონაწილეთა   ასაკი: 12  წელი.
6. ვადები/ ხანგრძლივობა: 2  დღე.
7.  მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები,  რაც   შეიძლება  შეიქმნას:  მოსწავლეები  მიხვდებიან,  თუ  რა  საკითხები  უნდა  გაითვალისწინონ  ზმნისწინების  ხმარებასთან  დაკავშირებით.
8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: სახელმძღვანელო, დამატებითი  ლიტერატურა,  ი.ს.ტ. -ის  გამოყენება,  სლაიდები, ცარცი,  დაფა,  კალამი.
9. პროექტის  მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები)
იქითა  მიმართულებისა
მი
მივიდა
ავიდა
და
დავიდა
ჩა
ჩავიდა
შე
შევიდა
გა
გავიდა
გადა
გადავიდა
წა
წავიდა
აქეთა
მიმართულებისა
მო
მოვიდა
ამო
ამოვიდა
-------
ჩამო
ჩამოვიდა
შემო
შემოვიდა
გამო
გამოვიდა
გადმო
გადმოვიდა
წამო
წამოვიდა
I აქტივობა: პრეზენტატორი  ყურადღებას  ამახვილებს  ზმნისწინის  დანიშნულებაზე  და იყენებს  თვალსაჩინოებას  უკეთ  გააზრებისათვის.



ძველი სახის  ზმნისწინები  დღევანდელ   ქართულში:
აღ:    აღადგინა,აღზარდა,აღიარა,აღმოაჩინა.
გან:    განაგრძო, განიხილა,განიცადა,განმარტა,  განრისხდა.
გარდა:   გარდაიქმნა,გარდაიცვალა.
შთა:  შთააგონა,შთანთქა,შთაუნერგა.
წარ:  წარადგინა, წარმართა, წარმოთქვა.
უკუ:  უკუიქცა.
აქტივობა II. პრეზენტატორმასქემის  სახით  წარმოადგინა  ზმნისწინთან  დაკავშირებული  პრობლემების  გადაჭრის  გზები:
1.      ზმნისწინის  ხმოვნის   შეცვლა,  რაც ხშირია  კილოებში, სალიტერატურო  ქართულისათვის  მიუღებელია. უნდა: მოვიდა,  დაეხმარა, ჩავიდა და  არა  :  მევიდა,  დეეხმარა, ჩევიდა....
2.      თუ ძველი  სახის  ზმნისწინები   ახლაც  იხმარება(აღ, გან, წარ), ისინი  მთლიანად  უნდა  ჩამოშორდნენ  უზმნისწინო  ფორმებს. უნდა: ზრდის,ავითარებს, ახორციელებს  და  არა:ღზრდის,ანვითარებს, ანხორციელებს...
3.      თუ  ზმნის  ფორმა  ა-თი  იწყება, ა ან ა-ზე დაბოლოებული  ზმნისწინის  დართვისას  მეორე  და  მესამე  პირის  ფორმებში  ორი  ა გვექნება: ა-ანთე, ა-ანთო, გა-ადვილდა.
4.      თუ  ზმნის  ფორმა ე-თი  იწყება,  შე  ზმნისწინის  დართვისას  II    და III  სუბიექტური  პირის  ფორმებში  ორი  ე იყრის  თავს: შე-ერთდნენ, შე-ეკითხება, შე-ეფერება.
5.      ზმნისწინი  ზმნას  თავში  დაერთვის  და პირის  ნიშანი  მას  მოსდევს.  პირის  ნიშნის  ადგილის  შეცვლა  შეცდომაა:
უნდა: აღ-ვ-ბჭდავ, აღ-ვ-მართავ, აღ-ვ- ზრდი  და  არა : ავღბეჭდავ, ავღმართავ, ავღზრდი,  გამონაკლისია  აღვიარებ  ზმნა,  სადაც  ზმნისწინი  შეზრდილია  ფუძესთან  და  პირველი  პირის  ნიშანი  მის  წინ  იხმარება: ვ-აღ-იარებ.

10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნული  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: თემა  კავშირშია  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან.
11.  პროექტის  ხელმძღვანელი( მასწავლებელი): ც. ბალახაშვილი.
12.  ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა:tsiuribalakhashvili@gmail.com

No comments:

Post a Comment